რას ვგრძნობ?

Monday, March 29, 2010 3:07 PM By Sandro , In

ძალიან ბევრ რამეს ვგრძნობ.

ზოგადად დაღლილობას, როგორც ფიზიკურს, ასევე შინაგანს – ე.წ. სულიერს.
მეგონა ძილი ორივეს უშველიდა, მაგრამ ძილი და დასვენება მეორე დაღლილობას არ/ვერ შველის.
არ ვიცი რა ვქნა, რაღაც უნდა მოვიფიქრო, თორემ ნელ–ნელა სადღაც მივექანები. მაქვს მომენტები, როდესაც აფეთქებამდე ცოტა მიკლია, როგორღაც თავს ვიკავებ... ვცდილობ ტაქტი შევინარჩუნო, მაგრამ ეს გროვდება ჩემში და ოდესმე ამოხეთქავს...
აღარ ვიცი რეალურად რა მინდა, ვისთან ვარ, რისთვის ვარ... მინდა რომ რაღაც შეიცვალოს, იქნებ არც ღირს? ცოტა ემოურია, მაგრამ ჰმ... ნებისყოფა არ მყოფნის? ალბათ ეგრეა.

რომ დავკონკრეტდე, ყველაფერმა დამღალა... გარშემომყოფებმა, სიტუაციამ, რუტინულმა ცხოვრებამ... ჩემმა თავმა, ჩემმა სიზარმაცემ, ჩემმა დამოკიდებულებამ ყველაფრისადმი... მინდა წასვლა, მაგრამ სად არ ვიცი.
რატომღაც მგონია, რომ რომელიმე მთიდან ჩამოსრიალება განმტვირთავს, მაგრამ ახლა არაა ამის საშუალება... სხვას ვერაფერს ვფიქრობ :(

ამ პოსტში თითქოს მინდოდა, რომ თავი მომეყარა ჩემი ყველა განცდისთვის, მაგრამ რაღაც არ გამოდის, ვერ ლაგდება თავში.
არა, ნამდვილად გადავიღალე. რაღაც ახალი მინდა, შეიძლება ვიღაც ახალიც კი...

მამია და ყმანი მისნი

Wednesday, March 24, 2010 10:14 PM By Sandro

2 დღის განმავლობაში ვფიქრობდი, თუ როგორი შინაარსის პოსტი დამეწერა ბლოგზე. თითქოს მოვიფიქრე თემა, თითქოს პოსტიც დავალაგე, მაგრამ სულ მიმავიწყდა.

ჰოდა ზუსტად ამ თემაზე ვფიქრობდი, რომ აღმოვაჩინე გამორთული გლობალი.

დიდ მადლობას ვუხდი მამია სანადირაძეს და „კავკასუს ონლაინის“ მთლიან კოლექტივს, რომ დამეხმარნენ ახალი პოსტის გამოცხობაში.

ამ პოსტში დავწერ ქართული „ინტერნეტის“ ისტორიაზე, ჩვეულებრივი მომხმარებლის „იმედებზე“ და რაღა თქმა უნდა ინტერნეტ „კანტორებზე“, რომლებსაც ჩვენ – მოკვდავნი პროვაიდერებს ვუწოდებთ.

ინტერნეტის შემოსვლა და პოპულარიზაცია საქართველოში ასე, თუ ისე XXI საუკუნის დადგომასთან ერთად დაიწყო. ნელ–ნელა იხსნებოდა „ინტერნეტ კაფეები“, სადაც მომხმარებელი შეძლებდა გამოეყენებინა Dial Up ინტერნეტი სხვადასხვა მიზნებისთვის.

ნუ, უინტერნეტო „ინტერნეტ კაფეები“ სავარაუდოდ ქართული ექსკლუზივია, მაგრამ არ გვინდა ამაზე...

Dial Up-ს მოყვა “Georgia Online-ის“ მიერ შემოთავაზებული DSL ინტერნეტი და მაშინ დაიწყო ქართულმა ინტერნეტმა „გაფურჩქვნა“. ქართულმა ინტერნეტ საზოგადოებამ დაიწყო ზრდა, ისინი უკვე ნახევარ საათში იწერდნენ ფილმებს, შესაძლებელი გახდა ფილმების ონლაინ რეჟიმში ყურებაც კი. DSL სერვისი მალე ბევრმა კომპანიამ შესთავაზა მომხმარებლებს, სიჩქარე რა თქმა უნდა პაკეტის საფასურზე იყო დამოკიდებული, თუმცა იმ ყველაფერს ნაკლებად შეიძლება ეწოდოს ინტერნეტი!

იმ დროინდელი „ქართული ინტერნეტი“ უფრო ჰგავდა ფაილთა ლოკალურ ცვლას იმიტომ, რომ გლობალურ რესურსებთან კავშირი მაქსიმუმ 50 კბ/წმ იყო, რაც თავმოყვარე ადამიანისთვის მინიმუმ შეურაცხმყოფელია. ასე გრძელდებოდა 2007 წლამდე, სანამ არ გამოჩნა „კავკასუს ონლაინის“ „ოპტიკურ–ბოჭკოვანი“ ინტერნეტი. ახალმა პროექტმა მომხმარებლებს საშუალება მისცა მიღებისა და გაცემის სიჩქარე 2მბ/წმ–მდე გაეზარდათ, თუმცა ეს სიჩქარე მხოლოდ ლოკალურ ქსელზე ვრცელდებოდა.

ქართული „ვაი–ინტერნეტი“ არ თმობდა თავის მეტსახელს. ამავე 2007 წელს „კავკასუს ონლაინმა“ გამოაცხადა ახალი პროექტის „მაგისტრალის“ შესახებ, რომელიც მათი განცხადებით გადატრიალებას მოახდენდა ქართულ ინტერნეტ სამყაროში.

„კავკასუს ონლაინის“ თითოეული მომხმარებელი გულის ფანცქალით ელოდა პროექტის გაშვებას.

და.... 2008 წლის ბოლოს გაეშვა პროექტი. ამ პროექტის კონკურენტუნარიანობის გამო „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ დააკლო პაკეტებს ფასი და მოუმატა გლობალურ კავშირს სისწრაფე.

ჩვენ – „კავკასუს ონლაინის“ მომხმარებლებმა არ გავაპროტესტეთ „მაგისტრალის“ დაგვიანებული სტარტი, რადგან ეს იყო რეალურად ისტორიული პროექტი ქართული ინტერნეტისთვის და თან ჩვენთვის მთავარი იყო, გვქონოდა ხარისხიანი და სწრაფი კავშირი უცხოეთთან. დავივიწყეთ ყველანაირი უკმაყოფილება მამიას მიმართ, თითქოს მათი და მომხმარებლების ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყო. ეს გაგრძელდა ცოტა ხანს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე შეგვეძლო ყოველგვარი ლოდინის გარეშე იუთუბთზე ვიდეოს ნახვა, შეგვეძლო თამამად გამოგვეყენებინა უცხოური ტორენტ ტრეკერები და ა.შ. იყო წყვეტები, ხანგრძლივი წყვეტები... მაგრამ ამას არავინ ჩიოდა, რადგან მაგისტრალი ტესტირების რეჟიმში იყო. გავიდა თითქმის 2 წელი და მაგისტრალი მგონი კვლავ ტესტირების რეჟიმშია, რადგან ჩვენ ისევ წყვეტების, ხანგრძლივი წყვეტების მომსწრენი ვართ.

რაც მთავარია, უმეტეს შემთხვევაში დაკარგულ საათებს არავინ ანაზღაურებს, თუ არ დარეკე ამის მოთხოვნით. ასევე საინტერესოა, რომ ამ 2 წლის განმავლობაში მიუხედავად უამრავი მცდელობისა ვერ შედგა ნორმალური პეტიცია, ვერ შედგა ნორმალური მანიფესტაცია „ხარისხიანი ინტერნეტის“ მოთხოვნით.

ძალიან დიდი მადლობა ბატონ მამიას სწრაფი გლობალური კავშირისთვის, მაგრამ როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა: „მთავარია სტაბილურობა“. ნუ გეგონებათ, რომ მე 50 კბ/წმ–იანი კავშირის მომხრე ვარ, უბრალოდ თუ რამეს აკეთებ გააკეთე რა ნორმალურად, ასიამოვნე მომხმარებელს, რომ მან გინების ნაცვლად მადლობა გადაგიხადოს.


ნუთუ, ასე ძნელია?


3/25/10 03:12

ბლოღი გახსნილია! :bis:

Monday, March 8, 2010 3:09 PM By Sandro


დიდი ხნის წინ ვაპირებდი ბლოგის გახსნას, მაგრამ ყოველთვის სიზარმაცე მძლევდა ხოლმე. ახლა კი, 3:19AM–ზე მოვინდომე შევჭიდებოდი ამ საქმეს. ჰო, კიდევ ერთი მიზეზი ბლოგს დღეს რომ ვხსნი, ისაა, რომ ტანომ მითხრა ჩემი ხათრით გახსენიო. ჰოდა გოგოს რა პონტში გავუტეხავდი?

მას აშე ^^ ბლოგს გახსნილად ვაცხადებ, სხვა ლომუკა ბიჭები დამეკონტაქტეთ და ცს მოვცხოთ კლანი–კლანზე =/

დაწყება ალბათ გამიჭირდება, მაგრამ იმედია დროთა განმავლობაში დზ გეჯე ბლოგერად ჩამოვყალიბდები და მეც მომცემენ "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2–ის" ბილეთებს : (

გენა! ფონოგრამას დაუწიე!



ჩემი თანამგზავრები დილამდე ^^

მოკლედ და კონკრეტულად ეს იყო პირველი პოსტი, დროებით!