რას ვგრძნობ?
ძალიან ბევრ რამეს ვგრძნობ.
ზოგადად დაღლილობას, როგორც ფიზიკურს, ასევე შინაგანს – ე.წ. სულიერს.
მეგონა ძილი ორივეს უშველიდა, მაგრამ ძილი და დასვენება მეორე დაღლილობას არ/ვერ შველის.
არ ვიცი რა ვქნა, რაღაც უნდა მოვიფიქრო, თორემ ნელ–ნელა სადღაც მივექანები. მაქვს მომენტები, როდესაც აფეთქებამდე ცოტა მიკლია, როგორღაც თავს ვიკავებ... ვცდილობ ტაქტი შევინარჩუნო, მაგრამ ეს გროვდება ჩემში და ოდესმე ამოხეთქავს...
აღარ ვიცი რეალურად რა მინდა, ვისთან ვარ, რისთვის ვარ... მინდა რომ რაღაც შეიცვალოს, იქნებ არც ღირს? ცოტა ემოურია, მაგრამ ჰმ... ნებისყოფა არ მყოფნის? ალბათ ეგრეა.
რომ დავკონკრეტდე, ყველაფერმა დამღალა... გარშემომყოფებმა, სიტუაციამ, რუტინულმა ცხოვრებამ... ჩემმა თავმა, ჩემმა სიზარმაცემ, ჩემმა დამოკიდებულებამ ყველაფრისადმი... მინდა წასვლა, მაგრამ სად არ ვიცი.
რატომღაც მგონია, რომ რომელიმე მთიდან ჩამოსრიალება განმტვირთავს, მაგრამ ახლა არაა ამის საშუალება... სხვას ვერაფერს ვფიქრობ :(
ამ პოსტში თითქოს მინდოდა, რომ თავი მომეყარა ჩემი ყველა განცდისთვის, მაგრამ რაღაც არ გამოდის, ვერ ლაგდება თავში.
არა, ნამდვილად გადავიღალე. რაღაც ახალი მინდა, შეიძლება ვიღაც ახალიც კი...
2 comments:
შენი ოთახი შეღებე, რამე ნებისმიერ ფრად გადაღებე, მსუბუქ ტონალობაში. ახალი სუნთქვა დაიწყება. თუ არ არის მაგის საშუალება პოსტერები შენი საყვარელი ფერებით მოძებნე დაბეჭდე და გააკარი, ოღონდ ბევრი. თუ არც ამის საშუალება არის ფერადი ფურცლები იყიდე A4 ზომის და მიაჭიკარტე მერე ყოველდღე რამე დაწერე ცარიელ ფურცლებზე...რაც გინდა ის დაწერე...
გიშველის............
აჰ, რაღა შევღებო, ოთახში ბავშვობის სათამაშოები მიკიდია,ბავშვობის საყვარელი მუსიკოსების პლაკატები + ტომი & ჯერის ნახატი ^^
მიყვარს და მამშვიდებს ჩემი ოთახი, მაგრამ რაც გარეთ ხდება ნაკლებად =/
გმადლობ გამოხმაურებისთვის :)
Post a Comment